პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პკჰ) აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, აზიანებს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.
მამაკაცებში საშარდე სისტემის დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ნოქტურია.
ამას მოსდევს შარდვის გახშირება, სუსტი ნაკადი, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის დაჭიმულობა და არასრული დაცლის გახშირება, მოშარდვის დაუძლეველი სურვილი.
ნოქტურია ქვედა საშარდე გზების სიმპტომია, რომელიც მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.
პკჰ-ს მქონე მამაკაცების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია: შარდის ბუშტის არასრული დაცლა, მოშარდვის ფუნქციური დარღვევის პრობლემები, შფოთვა და დეპრესია.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია