რა არის პროსტამოლ® უნო?
პროსტამოლ® უნო მცენარეული სამკურნალო პროდუქტია, შეიცავს ჯუჯა პალმის ექსტრაქტს და გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული შარდვის გაძნელების სიმპტომების სამკურნალოდ.
რა არის სერენოა რეპენსი?
სერენოა რეპენსი (Saw Palmetto) არის ჯუჯა პალმა, რომელიც ბუნებრივად იზრდება სუბტროპიკული კლიმატის მქონე სანაპირო ზონებში, განსაკუთრებით აშშ -ში (ფლორიდა). აქვს მოშავო-მოწითალო კენკროვანი ნაყოფი, რომელიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და ფიტოსტეროლებით. ამერიკელი ინდიელები იყენებდნენ მას საუკუნეების განმავლობაში საშარდე და რეპროდუქციული სისტემის სამკურნალოდ.
რისთვის გამოიყენება პროსტამოლ® უნო?
პროსტამოლ® უნო გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში გაძნელებულ შარდვასთან (შარდის ბუშტის სრულად დაცლასთან დაკავშირებული სირთულეების) სამკურნალოდ არაავთვისებიანი წარმოშობის, I და II სტადიის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, ექიმის მიერ სერიოზული მდგომარეობების გამორიცხვის შემდეგ.
რას შეიცავს პროსტამოლ® უნო?
პროსტამოლ® უნო გაყიდვაშია რბილი კაფსულების სახით; თითოეული კაფსულა შეიცავს სერენოა რეპენსის ნაყოფის ზეთოვანი ექსტრაქტის 320 მგ-ს, თხევადი ხსნარის სახით. რბილი კაფსულა ფარმაცევტული ფორმის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ოპტიმალურია ზეთოვან ხსნარში აქტიური ინგრედიენტების შენარჩუნებისთვის და რომელთა წყალთან ერთად ჩაყლაპვა განსაკუთრებით მარტივია.
როგორ უნდა მივიღოთ პროსტამოლ® უნო?
რეკომენდებულია დღეში ერთი რბილი კაფსულის მიღება. პროსტამოლ® უნოს კაფსულა უნდა ჩაყლაპოთ ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხის, უმჯობესია 1 ჭიქა წყლის, მიყოლებით.
თუკი დამავიწყდება პროსტამოლ® უნოს მიღება, შემდეგ დღეს ორი კაფსულა ხომ არ უნდა მივიღო?
არ დალიოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
რატომ არის რეკომენდებული პროდუქტის მიღება ჭამის შემდეგ? არის თუ არა მისი უზმოდ მიღების რაიმე უკუჩვენება?
პროსტამოლ® უნოს ჭამის შემდეგ მიღება რეკომენდებულია იმის გამო, რომ სერენოა რეპენსის ცხიმოვანი ექსტრაქტი ზოგჯერ იწვევს მცირე დისკომფორტს, მაგალითად, გულზიდვას და მუცლის ტკივილს. შესაბამისად, სასურველია ამ ტიპის უსიამოვნო მოვლენების რისკის მაქსიმალურად შემცირება პრეპარატის მიღების დროს.
სად შეიძლება პროსტამოლ® უნოს შეძენა?
პროსტამოლ® უნო ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში, ასევე შესაძლებელია მისი შეძენა ინტერნეტითაც.
პროსტამოლ® უნო ხელმისაწვდომია შემდეგი 2 შეფუთვით: 30 რბილი კაფსულა ერთთვიანი გამოყენები
სთვის; 60 რბილი კაფსულა ორთვიანი გამოყენებისთვის;
რა უპირატესობა აქვს რბილი ჟელატინის კაფსულებს?
რბილი კაფსულა პერორალურად მისაღები ფარმაცევტული პრეპარატია; ის შედგება ჟელატინის გარსისაგან, რომელიც აქტიური ინგრედიენტის ხსნარის ერთჯერად დოზას შეიცავს. ასეთი კაფსულები ოპტიმალურია აქტიური, თხევადი და, პირველ რიგში, ცხიმოვანი ნივთიერებების შესაფუთად. რბილი კაფსულების მიღება უფრო ადვილია და ამცირებს გადაყლაპვასთან დაკავშირებულ უხერხულობას. კაფსულა იშლება ორგანიზმში მოხვედრისთანავე და სწრაფად თავისუფლდება აქტიური ნივთიერების ხსნარი, რაც აადვილებს შეწოვის პროცესს. რბილ კაფსულას არა აქვს სუნი და გემო, იმის მიუხედევად, აქვს თუ არა გემო ან სუნი, კაფსულაში შემავალი აქტიური ინგრედიენტის ზეთოვან ხსნარს.
შესაძლებელია თუ არა პროსტამოლ® უნოს ყიდვა რეცეპტის გარეშე?
პროსტამოლ® უნო ფარმაცევტული პროდუქტია და მისი შეძენა შესაძლებელია რეცეპტის გარეშე. ამის მიუხედევად, ნებისმიერი დაეჭვების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ რჩევა ჰკითხოთ ფარმაცევტს ან ექიმს.
რა მოხდება, თუ დავღეჭავ პროსტამოლ® უნოს კაფსულას?
რბილი კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად ჭამის შემდეგ და მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობით სითხე (უმჯობესია, 1 ჭიქა წყალი).
შეიცავს თუ არა პროსტამოლ® უნო გლუტენს?
პროსტამოლ® უნო გლუტენს არ შეიცავს.
შეიცავს თუ არა პროსტამოლ® უნო ლაქტოზას?
პროსტამოლ® უნო ლაქტოზას არ შეიცავს.
შეიცავს თუ არა პროსტამოლ® უნო ცხოველური წარმოშობის პროდუქტს?
პროსტამოლ® უნო შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, კერძოდ, რბილი კაფსულა ღორის ჟელატინისგან მზადდება.
მე მაქვს ყლაპვის პრობლემა; შეიძლება თუ არა კაფსულის გახსნა და მისი შემცველობის გადაყლაპვა?
არა, პროსტამოლ® უნოს კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, რადგან მისი შემცველობა თხევადია.
რა არის პროსტამოლ® უნოს უკუჩვენებები?
ჯუჯა პალმის ექსტრაქტი უკუნაჩვენებია აქტიური ინგრედიენტისადმი ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
რა არის პროსტამოლ® უნოს შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ზოგადად, სერენოა რეპენსის პრეპარატები ხასიათდება კარგი ამტანობით. მსუბუქი გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტთანაა დაკავშირებული (მუცლის ტკივილი, გულზიდვა, ღებინება და ფაღარათი).
წიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ლიფლეტი.