დამატებითი ინფორმაცია

სერენოა რეპენსი

რა არის ჯუჯა პალმა (Saw Palmetto) და როგორ უწყობს ის ხელს პროსტატისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას?

რა არის სერენოა რეპენსი

სერენოა რეპენსი (Saw Palmetto) არის ჯუჯა პალმა, რომელიც თავისით იზრდება სუბტროპიკული კლიმატის სანაპირო ზონებში, განსაკუთრებით აშშ-ში (ფლორიდა). აქვს მოშავო-მოწითალო კენკროვანი ნაყოფი, რომელიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და ფიტოსტეროლებით.

რა არის ჯუჯა პალმა (Saw Palmetto) და როგორ უწყობს ის ხელს პროსტატისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას?

საიდან მოდის?

სერენოა რეპენსის გამოყენება სათავეს იღებს ამერიკიდან, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იყენებდნენ მას უშვილობისა და იმპოტენციის სამკურნალოდ. მოგვიანებით, კენკრის მატონიზებელ საშუალებად გამოყენება კოლონიზატორებმაც დაიწყეს. პირველი ცნობები საშარდე გზების პრობლემების დროს ჯუჯა პალმის ექსტრაქტის გამოყენების შესახებ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.

წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა)

რა არის ჯუჯა პალმა (Saw Palmetto) და როგორ უწყობს ის ხელს პროსტატისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას?

პროსტატა მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემაში შემავალი ჯირკვალია.

იგი მდებარეობს უშუალოდ შარდის ბუშტის ქვემოთ, სწორი ნაწლავის წინ და ბოქვენის სიმფიზის უკან.

მას აქვს წაბლის მსგავსი ზომა და ფორმა, მოთავსებულია ფუძით ზემოთ და მწვერვალით ქვემოთ.

ჯირკვლის მოცულობა და წონა იცვლება ასაკის მიხედვით: 20-30 წლის ასაკობრივ შუალედში მისი ზომებია 4 x 3 x 2 სმ, ხოლო საშუალო წონა – 20 გრამი.

პროსტატას კვეთს შარდსადენი მილის (ურეთრა) ზედა მონაკვეთი, ხოლო უკანა ზედა ნაწილში – მშხეპავი სადინარი.

რა არის ჯუჯა პალმა (Saw Palmetto) და როგორ უწყობს ის ხელს პროსტატისა და საშარდე გზების ნორმალურ ფუნქციონირებას?

პროსტატა 2 სახის ქსოვილს შეიცავს: კუნთოვანსა და ჯირკვლოვანს. წინამდებარე ჯირკვალს ორგვარი ფუნქცია აქვს. ის არის მეორადი სქესობრივი ორგანო და მონაწილეობს საშარდე სისტემის ფუნქციონირებაში.

პროსტატა მეორადი სასქესო ორგანოა; ჯირკვლოვანი ქსოვილი წარმოქმნის მომჟავო სითხეს, რომელიც ეაკულაციის დროს ერევა სპერმას და შეიცავს სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელ ელემენტებს.

ეს ჯირკვალი ასევე მონაწილეობს საშარდე სისტემის ფუნქციონირებაში. კუნთოვანი სტრუქტურის წყალობით ის მუშაობს, როგორც შარდის ბუშტის ძირის „საყელო“ და ხელს უწყობს შარდის გამოყოფისა და შეკავების რეგულირებას.