რა არის პროსტამოლ® უნო

რა არის პროსტამოლ® უნო და რისთვის გამოიყენება

ჩვენება

პროსტამოლ უნო მცენარეული პროდუქტია და შეიცავს ჯუჯა პალმის (სერენოა რეპენს) ექსტრაქტს.

პროსტამოლ უნო გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში გაძნელებულ შარდვასთან (შარდის ბუშტის სრულად დაცლასთან დაკავშირებული სირთულეების) სამკურნალოდ არაავთვისებიანი წარმოშობის, I და II სტადიის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, ექიმის მიერ სერიოზული მდგომარეობების გამორიცხვის შემდეგ.

პროსტამოლ უნო აფერხებს პროსტატის ჯირკვლის ქსოვილის შემდგომ ზრდას, შესაბამისად, ამცირებს შარდის ბუშტზე ზეწოლას და აძლიერებს შარდის ნაკადს.

რა არის პროსტამოლ® უნო და რისთვის გამოიყენება

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ჯუჯა პალმის (Saw palmetto) ექსტრაქტი: თითოეული კაფსულა შეიცავს ჯუჯა პალმის ნაყოფის 320 მგ ექსტრაქტს (Serenoae repentis fructus extractum) (9-11:1) 320 მგ.

ექსტრაგირების საშუალება: ეთანოლი 96% თანაბარზომიერი მოცულობით.

რა არის პროსტამოლ® უნო და რისთვის გამოიყენება

გამოყენება

მიიღეთ პროსტამოლ უნო, 1 კაფსულა დღეში ერთსა და იმავე დროს. გადაყლაპეთ რბილი კაფსულა და დააყოლეთ საკმარისი ოდენობის სითხე.

მკურნალობის ხანგრძლივობა დროში შემოფარგლული არ არის და დამოკიდებულია ავადმყოფობის ბუნებაზე, სიმძიმესა და მიმდინარეობაზე. ამის შესახებ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

პროსტამოლ უნოთი მკურნალობა გრძელვადიანი და რეგულარულია. წარმატებული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური მიღება. სიმპტომების გაუმჯობესებას დაახლოებით ექვსი კვირის თავზე უნდა ელოდოთ.

სრული შედეგი სამ თვეში მიიღწევა.

გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, თუკი მკურნალობის დაწყებიდან 6 კვირის შემდეგ გაუმჯობესებას ვერ გრძნობთ ან სიმპტომები უარესდება.

სიფრთხილე გამოყენებისას

პროსტამოლ უნოს მიღების დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

პროსტამოლ უნო გამოიყენება ზრდასრულ მამაკაცებში შარდვის გაძნელების სამკურნალოდ (შარდის ბუშტის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები) წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის (Alken-ის მიხედვით) დროს.

ის არ ახდენს გავლენას სქესობრივ ფუნქციაზე. თუ არ იცით, რა არის თქვენი შარდვის გაძნელების მიზეზი, მიმართეთ ექიმს.
პროსტამოლ უნო აუმჯობესებს მხოლოდ მსუბუქად და ზომიერად გამოხატულ სიმპტომებს, თუკი თქვენ გადიდებული გაქვთ წინამდებარე ჯირკვალი, ის არ ამცირებს გადიდებულ ჯირკვალს. ამიტომ, რეგულარულად მიმართეთ თქვენს ექიმს პროსტატის ავთვისებიანი გადაგვარების გამოსარიცხად.

შეფუთვა

რა არის პროსტამოლ® უნო და რისთვის გამოიყენება

პროსტამოლ® უნო  – 30 კაფსულიანი შეფუთვით

პროსტამოლ® უნო ხელმისაწვდომია 30 და 60 კაფსულიანი შეფუთვების სახით.
პროსტამოლ® უნოს ერთი კაფსულა შეიცავს ჯუჯა პალმის ექსტრაქტის 320 მგ-ს.

ჩამოტვირთეთ საინფორმაციო ლიფლეტი›

რა არის პროსტამოლ® უნო და რისთვის გამოიყენება

პროსტამოლ® უნო – 60 კაფსულიანი შეფუთვით

პროსტამოლ® უნო ხელმისაწვდომია 30 და 60 კაფსულიანი შეფუთვების სახით.
პროსტამოლ® უნოს ერთი კაფსულა შეიცავს ჯუჯა პალმის ექსტრაქტის 320 მგ-ს.

ჩამოტვირთეთ საინფორმაციო ლიფლეტი›