მამაკაცებში საშარდე სისტემის დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ნოქტურია. იგი გულისხმობს ხშირ შარდვას ღამით, ასევე, შარდის ნაკადის შემცირებას, წყვეტილ შარდვას, შარდის ბუშტის დაჭიმულობას და არასრული დაცლის შეგრძნებას, მოშარდვის დაუძლეველ სურვილს.
ნოქტურია ქვედა საშარდე გზების ფუნქციის დარღვევის სიმპტომია, რომელიც მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს.
პკჰ-ს მქონე მამაკაცებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია: შარდის ბუშტის არასრული დაცლა, მოშარდვის ფუნქციური დარღვევის სიმპტომები, შფოთვა და დეპრესია.