ბუნება გვეხმარება
პროსტამოლ® უნო ჯუჯა პალმის (სერენოა რეპენს) ექსტრაქტის შემცველი მცენარეული სამკურნალო პროდუქტია. სერენოა რეპენსის გამოყენება სათავეს იღებს ამერიკიდან, სადაც მას ადგილობრივები უშვილობისა და იმპოტენციის სამკურნალოდ იყენებდნენ. პირველი ცნობები საშარდე გზების პრობლემების დროს ჯუჯა პალმის ექსტრაქტის გამოყენების შესახებ ლიტერატურაში მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ეს მცენარე ბუნებრივად იზრდება სუბტროპიკული კლიმატის სანაპირო ზონებში, განსაკუთრებით აშშ-ში (ფლორიდა).
დაიწყეთ პროსტამოლ® უნოს 30 დღის განმავლობაში მიღებით
შეფუთვაშია 30 რბილი კაფსულა; ერთთვიანი გამოყენებისთვის.
თითოეული კაფსულა შეიცავს 320 მგ ჯუჯა პალმის (Serenoa repens) ექსტრაქტს.
ააგრძელეთ შემდეგი 2 თვის განმავლობაში პროსტამოლ® უნოს 60 კაფსულიანი შეფუთვით
60 დღიანი გამოყენებისთვის.
შეფუთვაშია 60 რბილი კაფსულა; თითოეული კაფსულა შეიცავს 320 მგ ჯუჯა პალმის (Serenoa repens) ექსტრაქტს.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (პკჰ) აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, აზიანებს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას.
მამაკაცებში საშარდე სისტემის დისფუნქციის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ნოქტურია. ამას მოსდევს შარდვის გახშირება, სუსტი ნაკადი, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის დაჭიმულობა და არასრული დაცლის გახშირება, მოშარდვის დაუძლეველი სურვილი. ნოქტურია ქვედა საშარდე გზების სიმპტომია, რომელიც მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. პკჰ-ს მქონე მამაკაცების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორებია: შარდის ბუშტის არასრული დაცლა, მოშარდვის ფუნქციური დარღვევის პრობლემები, შფოთვა და დეპრესია.
აირჩიეთ პროსტამოლ® უნო
ჯუჯა პალმის ექსტრაქტის შემცველი პროსტამოლ® უნოს 1 კაფსულა დღეში ხელს უწყობს პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული ქვედა საშარდე გზების ფუნქციის დარღვევის სიმპტომების შემსუბუქებას